კინო

ფილმები, რომლებიც 2019 წელს არ უნდა გამოტოვოთ - ტრეილერები

0 კომენტარი
ფოტო: Sony

2019 წელს ბევრი საინტერესო ფილმის პრემიერაა დაანონსებული. ნახეთ ფილმების სია, რომელთა ტრეილერები და გამოსვლის დრო უკვე ვიცით, და რომლებიც მომავალ წელს აუცილებლად უნდა ნახოთ.

Glass

პრემიერა - 18 იანვარი

მ. ნაით შიამალანის ფილმების, Unbreakable-ის და Split-ის გაგრძელება, რომელშიც სემუელ ლ. ჯექსონი, ბრიუს უილისი და ჯეიმს მაკევოი თამაშობენ.

Destroyer

პრემიერა - 25 იანვარი

კარინ კუსამას ახალ დეტექტივში ნიკოლ კიდმანის შესანიშნავ შესრულებაზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ.

Vice 

პრემიერა - 25 იანვარი

დიკ ჩეინის შესახებ გადაღებული ფილმი, რომელშიც კრისტიან ბეილი, ეიმი ადამსი, სემ როკველი და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ ოქროს გლობუსის არაერთ კატეგორიაში უკვე წარადგინეს.

Captain Marvel

პრემიერა - 8 მარტი

მარველის ახალ სუპერგმირს ეკრანებზე მარტში ვიხილავთ. მთავარ როლს ბრი ლარსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ სემუელ ლ. ჯექსონი, ჯუდ ლოუ, ლი პეისი და სხვა ცნობილი მსახიობები.

Us 

პრემიერა - 15 მარტი

Get out-ის შემდეგ ჯორდან პილის ამ ფილმს დიდი ინტერესით ელიან, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მასში ლუპიტა ნიონგო და ელიზაბეტ მოსი მონაწილეობენ.

Avengers: Endgame

პრემიერა - 26 აპრილი

Infinity wars-ის ბოლო ფილმი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველით, განსაკუთრებით კი ამ ტრეილერის შემდეგ.

Toy Story 4

პრემიერა - 21 ივნისი

სათამაშოების ისტორია გრძელდება!

The Lion King

პრემიერა - 19 ივლისი

ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის ახალი ადაპტაცია ვარსკვლავური ქასთით: დონალდ გლავერი, ბიონსე, ჯონ ოლივერი, სეტ როგენი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.

Once Upon a Time in Hollywood

პრემიერა - 26 ივლისი

მიუხედავად იმისა, რომ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ტრეილერი ჯერ არ გვაქვს, მას მაინც მოუთმენლად ველით. ფილმში ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფენინგი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ.

Joker

პრემიერა - 4 ოქტომბერი

ფილმის, რომელშიც ხუაკინ ფენიქსი ყველასთვის ცნობილ უარყოფით პერსონაჟს გააცოცხლებს, ოფიციალური ტრეილერი ჯერ არ არსებობს, თუმცა მოლოდინების შესაქმნელად რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიდეოც კმარა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები