ჩოგბურთი

სერენა უილიამსი და როჯერ ფედერერი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან

სერენა უილიამსი და როჯერ ფედერერი
AP

ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჩოგბურთელები, როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ავსტრალიაში, ქალაქ პერთში, ჰოპმანის ტურნირზე ხვალ ითამაშებენ.

შერეულ წყვილთა მატჩი 16:30-ზე დაიწყება.

ამერიკელი ჩოგბურთელები სერენა უილიამსი და ფრენსის ტიაფო შვეიცარიელ ჩოგბურთელებს, ბელინდა ბენჩიჩს და როჯერ ფედერერს დაუპირისპირდებიან.

"ორივესთვის ძალიან ამაღელვებელი მატჩია. იმედი მაქვს, რომ ჩოგბურთის ბევრი გულშემატკივარი უყურებს ამ თამაშს, რადგან ის მხოლოდ ერთხელ შედგება და მსგავს ტურნირში ასეთი შეხვედრა ალბათ აღარასდროს გაიმართება. მე პატივს ვცემ ყველაფერს რაც მას კორტზე და მის გარეთ გაუკეთებია. ახლა, როცა ორივე მშობლები ვართ, ალბათ კიდევ უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის. სერენა ჩვენს სპორტში - კაცებს და ქალებს შორის ყველაზე დიდი ჩემპიონია." თქვა როჯერ ფედერერმა.

სერენა უილიამსმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ფედერერთან სელფის გადაღებას აპირებს.

კომენტარები