კალიფორნია

2019 წლიდან კალიფორნიაში მხოლოდ თავშესაფრის ცხოველების ყიდვა იქნება შესაძლებელი

Getty Images

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი ხდება, სადაც ზოომაღაზიებში სპეციალურად გამრავლებული ცხოველების გაყიდვა აიკრძალება. პირველი იანვრიდან მაღაზიებში მხოლოდ იმ ცხოველების ყიდვა იქნება შესაძლებელი, რომლებიც იქ თავშესაფრიდან მოხვდნენ.

ნებისმიერ ბიზნესი, რომელიც აკრძალვას დაარღვეს 500 აშშ დოლარით დაჯარიმდება. შეზღუდვა არ შეეხება კერძო მფლობელებს, რომლებსაც საკუთარი ცხოველების ნაშიერების გაყიდვა სურთ.

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციისათვის შექმნილი ამერიკული საზოგადოების ინფორმაციით ქვეყანაში ყოველწლიურად თავშესაფრებში 6.5 მილიონამდე ცხოველი ხვდება და მათგან 1.5 მილიონს კლავენ.

ცხოველების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შტატის გადაწყვეტილებას იწონებენ და ამბობენ, რომ ეს პირველი ნაბიჯია "კნუტების და ლეკვების ქარხნებთან" საბრძოლველად, სადაც ცხოველებს მოგების მისაღებად ამრავლებენ და არაჰუმანურად ექცევიან.

გასულ თვეს მსგავსი შეზღუდვა მიიღეს ინგლისშიც.

კომენტარები