საახალწლო კონცერტის გამო 22:00-დან თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

რუსთაველის გამზირი - საახალწლო ილუმინაცია
თბილისის მერია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით საზოგადოებას საგზაო შეზღუდვებს აცნობს:

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, 22:00 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, კერძოდ: ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით.

მოძრაობა, ასევე, აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის ყველა მკვეთ ქუჩაზე.

ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები