ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში

ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში საახალწლო კონცერტი გამართეს [ვიდეო]

ახალი წელი ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.

საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა . II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.

ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნე და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

კომენტარები