ტაივანი-ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდენტმა ტაივანელებს მოუწოდა, უარი თქვან დამოუკიდებლობაზე

USA Today

ჩინეთის პრეზიდენმა სი ძინპინმა ტაივანელებს მოუწოდა, უარი თქვან დამოუკიდებლობაზე და მშვიდობიანად შეუართდნენ ჩინეთს.

ძინპინმა ამის შესახებ ტაივანელებსა და ჩინელებს შორის ურთიერთობების დარეგულირების 40 წლისთავის აღსანიშნავ სიტყვაში ისაუბრა, რომელმაც ტაივანის პოლიტიკური სუვერენიტეტი და თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა.

"გაერთიანება ისტორიულია არჩევანი და სწორი გზაა, ტაივანის დამოუკიდებლობა ჩიხია" - თქვა სი ძინპინმა თავის სიტყვაში. 

ტაივანი დე ფაქტო დამოუკიდებელ ქვეყნად 1949 წლის ჩინეთის სამოქალაქო ომის შემდეგ გამოცხადდა. ჩინეთის მთავრობას არცერთხელ არ უღიარებია და მას სეპარატისტულ ტერიტორიად მიიჩნევს. 

კომენტარები