საპენსიო რეფორმა

pensions.ge - საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ჩაეშვა

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე, მისამართით pensions.ge საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ჩაეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებლებს სისტემაში რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. 

რეგისტრაცია საპენსიო შენატანების განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. 

იმისათვის, რომ პირი სისტემაში დარეგისტრირდეს, მას ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის, დამსაქმებლის დასახელებისა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება დასჭირდება. ამასთან, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე შენატანების გადახდის ინსტრუქციაა მითითებული. 

1 იანვრიდან 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ევალება. დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამ შემთხვევაში მას, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს განხორციელებული საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ. 

ასევე წაიკითხეთ

საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

კომენტარები