სპარსული შინშილას ჯიშის კატა ვილფრედის შესახებ უკვე ბევრმა იცის. პოპულარობა მას უცნაურმა გამომეტყველებამ და არაორდინალურმა კბილებმა მოუტანა.
როდესაც ვილფრედის ვიდეო პირველად დაიდო, ბევრი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის სრულიად ჯამრთელია.
მეტიც, ვეტერინარის რჩევით, არც მისი ეშვების გასწორებაა საჭირო, რადგან ისინი კატას არანაირ უხერხულობას არ უქმნის. ვილფრედს ინსტაგრამზე თითქმის მილიონი მიმდევარი ჰყავს.