მიტოვებული ძაღლი

სნუპ დოგი მზად არის აიყვანოს ძაღლი, რომელიც პატრონმა გზაზე საწოლიანად დატოვა

ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი, მზად არის აიყვანოს პატრონის მიერ ქუჩაში დატოვებული, უსაყვარლესი ბულტერიერი, სახელად სნუპი

ძაღლი 17 დეკემბერს ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში პატრონმა საწოლიანად დატოვა. 

ქუჩის კამერების მიერ გადაღებულ კადრებზე, რომელიც RSPCA-მ გაავრცელა, ბულტერიერი მანქანის კარებს ახტება, მას შემდეგ, რაც პატრონმა ის თავის საწოლთან ერთად ქუჩაში დატოვა.

კადრებში ჩანს, რომ ძაღლი მაშინაც არ ნებდება, როდესაც პატრონი მანქანას ძრავს. 

დაახლოებით 1 საათში, გამვლელმა ძაღლი იპოვა, ის თავის საწოლში იწვა. გამვლელმა მის შესახებ RSPCA-ს (ორგანიზაცია, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს) შეატყობინა და აღნიშულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ძაღლი ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანეს. ვეტერინარულ კლინიკაში მას სნუპი დაარქვეს, ის დაახლოებით 2 წლისაა.

47 წლის რეპერმა Daily star-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ამ ვიდეომ გული გაუტეხა. 

"მისთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ჩემ სახლში",- ამბობს რეპერი. 

სნუპი ახლა თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ამბობენ, რომ მას ადამიანებთან თამაში და ჩახუტება უყვარს.

"მასზე ზრუნვის სურვილი ძალიან ბევრმა გამოთქვა, ამიტომ ვფიქრობთ, სნუპი ძალიან მალე იქნება ახალ სახლში",- ამბობენ თავშესაფარში. 

კომენტარები