ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მანდარინის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 იანვრის მდგომარეობით, 2018-2019 წლების "ნარინჯისფერი რთველის" ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26.775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 20,614 ტონა მანდარინი.

ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხდება, კვლავ არიან - რუსეთი, უკრაინა და სომხეთი. საექსპორტო ქვეყნებს შორის არის ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უზბეკეთი, ლატვია და აზერბაიჯანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის, მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდე მერყეობს.

რაც შეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, უწყებაში ამბობენ, რომ დღეისათვის ის 9.140 ტონას შეადგენს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 7.949 ტონა იყო.

"მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ოპერატიული გაცემის მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, გახსნილია და ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი", - აღნიშნავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან მოქმედებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც სამრეწველო გადამუშავების ერთ კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები