სტიქია

ბათუმში ძლიერი ქარის გამო სახურავი ჩამოიშალა, დაშავდა ორი ადამიანი

რუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შესულია 11 შეტყობინება და ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები