მართვის მოწმობა

1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე აღებული C, CE, D და DE მართვის მოწმობები ძალას კარგავს

2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე აქვს. 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 

ამ კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობების შეცვლა მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში შეგეძლებათ. 

ამასთან, ეს ცვლილბეა არ ვრცელდება A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე. 

მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა უნდა წარადგინოს. მართვის მოწმობის შეცვლა 15 ლარი ღირს, ხოლო დაკარგულის აღდგენა - 35 ლარი. 

მართვის მოწმობებს, რომლებიც 2014 წლამდეა აღებული, თუმცა განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის. 
 

კომენტარები