უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

დღეს სტამბოლში უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსს ხელს მოაწერენ

დღეს, 5 იანვარს, სტამბოლში კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიის ეკლესიის წარმომადგენლებს დახვდება და ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ხელს მოაწერენ. ამასთან, წმ გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქის ლოცვა აღევლინება. 

ცერემონიას ასევე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დაესწრება. ტომოსზე ხელისმოწერის პროცედურის შემდეგ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე და უკრაინის პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 6 იანვარს კი საღვთო ლიტურგიის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტი მიტროპოლიტ ეპიფანეს გადაეცემა. 

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მთავრად 15 დეკემბერს აირჩიეს. 

შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქო წმიდა სინოდის სხდომაზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა, დაუჭერდა თუ არა მხარს უკრაინის ავტოკეფალიას. სხდომის დასრულების შემდეგ კი, მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ წმიდა სინოდი უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ კიდევ ერთხელ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს. 

კომენტარები