ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

NikolozBasilash / facebook.com

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს.

ტურნირი 14 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. ვინ იქნება ქართველის მეტოქე, ჯერჯეობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგანთან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 3 სეტში ანგარიშით 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა 36 ათასი დოლარი გამოიმუშავა და 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა, რაც მისი რეკორდია.

კომენტარები