სომეხთა სამოციქულო ეკლესია

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობასა და ნათლისღებას დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია
facebook.com/ugulavagigi

სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს.

სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელის, მამა ნარეკ კუშიანის თქმით, სომხური ეკლესია ყოველთვის ერთად ატარებდა ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასაწაულებს.

კომენტარები