გრიპის ვირუსი

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, დიდი ალბათობით, ე.წ ღორის გრიპით

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი დღის წინ შეიყვანეს.

იმის დასადგენად, პნევმონია იყო თუ არა H1N1 ვირუსით გამოწვეული, ანალიზი გაგზავნილია.

"სინჯი აღებულია და ალბათ, ხვალ იქნება პასუხი, თუ იყო თუ არა გრიპოზული ინფექცია და გრიპის ვირუსით გამოწვეული, მაგრამ დიდი ალბათობით, კლინიკურად, როგორც აღწერენ, ალბათ იყო. მაგრამ მე დღესაც და გუშინაც რამდენჯერმე მივმართე სამედიცინო საზოგადოებას და მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში ძირითადად, 95% შემთხვევაში ცირკულირებს H1N1 ბირუსი, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მკურნალობის დაწყებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს" - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე TV პირველთან საუბარში. 

ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები