საპენსიო რეფორმა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ეს დანაზოგები უფრო დაცულია, ვიდრე სახლი, მანქანა, ფული ბანკში

0 კომენტარი

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის მტკიცებით, საპენსიო დანაზოგები უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე მოსახლეობის სხვა აქტივი. ინტერპრესნიუსის ცნობით, სურგულაძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას თქვა, რომ საპენსიო შენატანები გაკონტროლდება "დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის“ მიერ. მისი შეფასებით, ამ მხრივ ყოველგვარი დაცულობა გარანტირებულია.

"თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ რისკით შეწონილ მაქსიმალურ ამონაგებს ამ დანაზოგზე. ეს დანაზოგები სხვა მხრივ ყველაზე უფრო მეტად არის დაცული ვიდრე თქვენი სხვა აქტივი, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, სახლი, მანქანა, ფული ბანკში" - ამბობს სურგულაძე.

1 იანვრიდან 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ევალება. დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამ შემთხვევაში მას, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს განხორციელებული საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ. 

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე, მისამართით pensions.ge საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა უკვე ჩაეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებლებს სისტემაში რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. რეგისტრაცია საპენსიო შენატანებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. 

ასევე წაიკითხეთ

საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები