დიდთოვლობა

საბერძნეთში დიდთოვლობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

independent

საბერძნეთში, დიდთოვლობის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

2 მამაკაცის ცხედარი კვირას იპოვეს. ერთი დღით ადრე კი 66 წლის ქალის ცხედარი იპოვეს სოფელ კერატეას მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ათენსა და სამხრეთ საბერძნეთში დაბალი ტემპერატურა და თოვლია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა -19 გრადუსი კი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ფლორინაში დაფიქსირდა. 

უამინდობას ებრძვიან სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაშიც. დიდთოვლობის გამო გზები ჩაიხერგა და ათობით ავიარეისი გადაიდო. 

კომენტარები