GOT

HBO-მ GOT-ისა და სხვა სერიალების მომდევნო სეზონების კადრები გაავრცელა [VIDEO]

"ვინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ" - ასე მიმართავს Game of Thrones-ის სანსა სტარკი დეინერის ტარგარიენს HBO-ს მიერ გავრცელებულ ახალ კლიპში, რომელიც კომპანიის მიერ გამოშვებული სატელევიზიო შოუების მომდევნო სეზონების კადრების კოლაჟს მოიცავს. 

GoT-ის გარდა, კლიპში ნახავთ Big Little Lies-ის მეორე სეზონიდან პატარა ნაწყვეტს, ასევე, Veep-ის ბოლო სეზონს, True Detective-ის დიდი ხნის ნანატრი ბოლო სეზონი, რომელშიც აწ უკვე ოქროს გლობუსის გამარჯვებული მაჰერსალა ალი მიიღებს მონაწილეობას და სერიალ Barry-ის ბოლო სეზონს. ამასთან, კლიპში ნახავთ დეიმონ ლინდელოფის Watchmen-ის პირველ კადრებსაც. 

კომენტარები