კრიმინალი

შსს: თიანეთში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას", - არნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები