ოქროს გლობუსი 2019

როგორ დაწერა აზიელმა სანდრა ომ ისტორია 2019 წლის ოქროს გლობუსზე

0 კომენტარი

2019 წლის ოქროს გლობუსზე მსახიობმა სანდრა ომ, ფაქტობრივად, ისტორია დაწერა. 

1. სანდრა ო' აზიური წარმოშობის პირველი ადამიანია, რომელმაც ოქროს გლობუსი წაიყვანა

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას, როგორც წესი, თეთრკანიანი წამყვანები ჰყავს. გამონაკლისი შემთხვევა იყო თინა ფეისა და ემი ფოელერის შემთხვევაში, რომლებსაც 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სამი წლის განმავლობაში მიჰყავდათ ცერემონია, თუმცა 2019 წლის ოქროს გლობუსზე ისტორიაში პირველად აზიური წარმოშობის სანდრა ოს თანაწამყვანობა აღსანიშნავი მოვლენაა. მან გახსნით სიტყვაში თქვა: 

"მე ვუთხარი კი იმ შიშს, რაც დღეს ღამით ამ სცენაზე დგომას ახლდა თან, რადგან მინდოდა, რომ აქ ვყოფილიყავი, შემეხედა აუდიტორიისთვის და მეგრძნო ეს ცვლილებების წუთი". 

2. სანდრო ო აზიური წარმოშობის პირველი ქალია, რომლემაც რამდენიმე ოქროს გლობუსი მოიგო

სანდრა ომ პირველი ოქროს გლობუსი 2016 წელს მოიგო Grey's Anatomy-ში შესრულებული კრისტინა იანგის როლისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მან წელსაც მოიგო გლობუსი Killing Eve-ში შესრულებული როლისთვის, ის პირველი აზიური წარმოშობის ქალი გახდა, რომელმაც მოახერხა და ოქროს გლობუსი 1-ზე მეტჯერ მიიღო. და მან ამჯერად ახალ კატეგორიაში გაიმარჯვა, რადგანაც თავისი წინა გლობუსი მეორეხარისხოვანი როლისთვის ერგო. 

3. სანდრა ო აზიური წარმოშობის პირველი ქალია უკანასკნელი 39 წლის განმავლობაში, რომელმაც სატელევიზიო დრამაში როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ოქროს გლობუსი

უკანასკნელი აზიური წარმოშობის ქალი, რომელმაც ამ კატეგორიაში გაიმარჯვა იოკო შიმადა იყო ფილმისთვის Shogun 1980 წელს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები