უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ეპისკოპოსი მალხაზი: უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ახალ რელიგიურ რეალობას ქმნის

0 კომენტარი
მალხაზ სონღულაშვილი ფოტო: ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასა და ტომოსის მიღებას ულოცავს. 

მილოცვის ტექსტის თარგმანს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის Facebook-გვერდი ავრცელებს. 

გთავაზობთ ტექტს უცვლელად:

"მის უნეტარესობას, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ეპიფანეს

თქვენო უნეტარესობავ, 

ჩემი და ჩემი ეკლესიის სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც დღეს ტომუსის მიღებით დაგვირგვინდა ფანარზე, წმიდა გიორგის ტაძარში. თქვენტან ერთად ვულოცავ ამ გამარჯვებას, არა მარტო უკრაინელ მართლმადიდებლებს, არამედ ველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია უკრაინის 
აწმყო და მომავალი.

ყველასათვის აშკარაა, რომ თქვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა სრულებით ახალ რელიგიურ რეალობას ქმნის არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მის მიღმა. გვიხარია, რომ უკრაინელი ხალხის ოცნება ახდა. 

როგორც თქვენ ტომუსის მიღებისასაც ახსენეთ წინამორბედების დავიწყება არ შეიძლება. არ შეიძლება ვინმემ დაივიწყოს პატრიარქ ფილარეტის დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. მის ღვაწლს არც უკრაინელი ხალხი დაივიწყებს და არც ქრისტიანობა. როგორც მოსემ უწინამძღოლა ისრაელიანებს ორომოცი წელი, მაგრამ აღთქმულ მიწაზე თავად არ შევიდა. ასევე განზე გადგა მისი უწმიდესობა და გზა მისცა უკრაინის დამოუკიდებლობას.

მინდა თქვენ გისურვოთ მხნეობა, ჯანრთელობა და გამძლეობა იმ მოვალეობის შესრულებაში, რომელიც თქვენ უფალმა დაგაკისრათ. იმედი მაქვს მალე გინახულებთ. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებთ თქვენს სტუმრობას ჩემთან ოქსფორდში. გთხოვთ ყოველთვის იქონიოთ ჩემი და ჩემი მეგობრების თანადგომის იმედი.

პატივისცემით და ძმური სიყვარულით,

+მალხაზ

მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი

ტალინი, ესტონეთი

7 იანვარი, 2019".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები