Turkish airlines

Turkish Airlines-ი თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს

18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 29 მარტამდე, თურქული ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს განახორციელებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად. 

ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანკარა-თბილისი-ანკარა ახალი მიმართულებაა. ამ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ ხდებოდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია Turkish Airlines-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.

კომენტარები