ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთი

კიმ ჩენ ინი სი ძინპინის მიწვევით ჩინეთში ჩავიდა

კიმ ჩენ ინი
EPA

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით ჩინეთში ჩავიდა.

მეუღლესთან ერთად მისი ოფიციალური ვიზიტი 10 იანვრამდე გაგრძელდება.

ეს ჩინეთში კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტი არაა. გასულ წელს ის ქვეყანას სამჯერ ეწვია და პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა ქვეყნის დატოვებამდე მისი ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის მეორე სამიტის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები