საუდის არაბეთი

18 წლის გოგო, რომელსაც ისლამის უარყოფისთვის სიკვილით დასჯა ემუქრება, თავშესაფარს ითხოვს

AFP

18 წლის საუდელი გოგო, რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი, რომელმაც ისლამი უარყო, თავშესაფარს ითხოვს. გოგონა ოჯახს გამოექცა და ბანგკოკიდან ავსტრალიაში ჩასვლა და თავშესაფრის მოთხოვნა სურდა, თუმცა ის აეროპორტში დააკავეს და ქუვეითში დეპორტაცია ემუქრებოდა, სადაც მისი ოჯახი ამჟამად იმყოფება. გოგონა ამბობს, რომ ეშინია, რომ ოჯახი მას მოკლავს. მიზეზი ისლამზე უარის თქმაა.

ის ბანგკოკის აეროპორტის სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს ამბობდა. საბოლოოდ ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გოგონა არ დაადეპორტოს.

ამჟამად ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მზრუნველობის ქვეშაა. მან ბანგკოკის აეროპორტი უკვე დატოვა. ავსტრალიის მთავრობაში ამბობენ, რომ მის საკითხს ყურადღებით შეისწავლიან.

საუდის არაბეთში ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯება, თუმცა ტაილანდში საუდის არაბეთის საელჩოში უარყოფენ, რომ გოგონას ექსტრადიცია მოითხოვეს.

კომენტარები