ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი TOP 20 ჩოგბურთელს შორისაა

0 კომენტარი
ფოტო: NikolozBasilash / facebook.com

7 იანვარს ATP-ის საიტმა მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგები განაახლა, სადაც ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა TOP 20-ეულის წევრი.

ბასილაშვილს ამ დროისთვის 1820 ქულა აქვს და რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ქართველი ჩოგბურთელი დღემდე არასდროს ყოფილა ATP-ის ოცეულის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ახალი სეზონი, სადაც კატარის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამ ეტაპზე კი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 14 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები