კრიმინალი

მარკეტის დაყაჩაღებისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა მაღაზიის დაყაჩაღებისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები 7 იანვარს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით მოლარეს სხეულზე დაზიანება მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები