ლუვრი

ბიონსეს და ჯეიზის ლუვრში გადაღებული კლიპის შემდეგ მუზეუმმა ვიზიტორების რეკორდი მოხსნა

გასულ ზაფხულს ბიონსემ და ჯეი-ზიმ ახალი სიმღერა "Apeshit" გამოუშვეს, რომლისთვისახ ვიდეო ლუვრის მუზეუმში გადაიღეს.

ვიდეოს იუთუბზე 148 მილიონი ნახვა აქვს, თუმცა აღმოჩნდა რომ კლიპმა სარგებელი არა მხოლოდ მომღერლებს, არამედ ლუვრსაც მოუტანა.

მუზეუმს 2018 წელს 10.2 მილიონი ვიზიტორი ყავდა, რაც მუზეუმებისთვის ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელია და 2017 წელთან შედარებით 25%-ით მეტია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 2012 წელს იყო დაფიქსირებული - მაშინ ლუვრს 9.7 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.

კომენტარები