კრიმინალი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

0 კომენტარი
ფოტო: metro.us

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. შსს-ს ცნობით, "სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები