ზამთრის თასი 2019

ზამთრის თასი 2019 - ლეგენდების ტურნირის მონაწილე გუნდები ცნობილია

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

დარბაზის ფეხბურთის სამდღიან, საახალწლო ფესტივალს, 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდების ტურნირი დაასრულებს. წელს, პირველად, ზამთრის თასში ფიფას გუნდი მონაწილეობს - მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გუნდი თბილისში უეფას, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს გუნდებთან ერთად, ზამთრის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი - საქართველო, ფიფა, თურქეთი

ბ ჯგუფი - უეფა, ესპანეთი, უკრაინა

მატჩებზე დასწრება უფასოა და ამასთან, მაყურებელი, სპეციალურად მოწყობილ ზონაში, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას შეძლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე გულშემატკივართათვის ზამთრის თასი 2019-ის სპეციალური კონკურსი უკვე მიმდინარეობს. მოგების მთავარი პირობაა, მინიშნების შესაბამისად, პირველმა გამოიცნოთ იმ ვარსკვლავის ვინაობა, ვინც 2019 წლის ზამთრის თასში მიიღებს მონაწილეობას. თამაშდება ეროვნული ნაკრების მაისურები, რომელსაც გამარჯვებულები მატჩის დღეს მიიღებენ და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები. ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობები კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

კომენტარები