ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი 1947 წლის 8 იანვარს დაიბადა, 2016 წლის 10 იანვარს კი გარდაიცვალა.
სცენაზე 1963 წელს გამოჩნდა. კარიერის განმავლობაში არაერთი პერსონაჟი შექმნა და გარეგნობა შეიცვალა, თუმცა, 1999 წლიდან გარდაცვალებამდე კი მან ნაკლებად ექსპერიმენტალური სტილი შეინარჩუნა, ატარებდა მბრწყინავ პიჯაკს მასზე დამაგრებული ყვავილით, მოშვებულ ჰალსტუხს ან ბაფთას და კვლავ შესანიშნავ მუსიკას ქმნიდა.
ეს პორტრეტები ფოტოგრაფმა მარკუს კლინკომ გადაიღო.
ისინი ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ და 15 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ.