ხელოვნური ინტელექტი

ადამიანისა და კომპიუტერის კომბინირება - ილონ მასკი ახალ პროექტს იწყებს

ტესლას შემქმნელი და კომპანია Neuralink-ის დამაარსებელი ილონ მასკი ამბობს, რომ მისი ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება ადამიანისა და კომპიუტერის კომბინირება და შეიქმნება "სიმბიოზი" ხელოვნური ინტელექტით. 

მასკი პროექტის მართებულობის დასამტკიცებლად ამბობს, რომ ჩვენი ტელეფონზე დამოკიდებულების გამო უკვე ისედაც კიბორგები ვართ. არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, რადგან ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონებიდან ვიღებთ, ჩვენი გონებისთვის არ არის იმდენად სწრაფი, რამდენადაც უნდა იყო. 

"რამდენად გონიერი ხართ ტელეფონით ან კომპიუტერით? უკიდურესად ჭკვიანი. შეგიძლიათ თითქმის ყველა კითხვას მყისიერად უპასუხოთ, ხოლო თქვენი მეხსიერება უნაკლოა. ტელეფონებს ვიდეოებისა და ფოტოების შენახვა შესანიშნავად შეუძლია. თქვენ უკვე კიბორგები ხართ. ბევრი ამას ვერ აანალიზებს, მაგრამ ასეა. ეს უბრალოდ მონაცემთა კურსია," - ამბობს ის.

ამ ტექნოლოგიის შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კომპიუტერში საკუთარი "კადრი" დავტოვოთ, ხოლო ჩვენი სხეულის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას იქ გავაგრძელებთ. 

მასკის თქმით, ნებისმიერს მსურველს შეუძლია სუპერ ადამიანად იქცეს.

კომენტარები