აშშ

ვუპი გოლდბერგი კორტეზს: სანამ სხვების გაკეთებულ საქმეზე მოისაქმებ, შენც უნდა გააკეთო რამე

ალექსანდრა ოკასიო-კორტეზი/ვუპი გოლდბერგი
dailymail

ამერიკელი მსახიობი ვუპი გოლდბერგი დემოკრატი კონგრესმენის, ალექსანდა ოკასიო-კორტეზის კომენტარებს გამოეხმაურა. კორტეზმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის ძველ ტაქტიკას წარმატება არ მოუტანია და ამიტომ რადიკალური და სარისკო ნაბიჯები საჭიროა.

"ჩვენ როგორ პარტიამ ზედმეტად ბევრი დავთმეთ და ძალიან ბევრი დავკარგეთ იქიდან, რაც უნდა ვიყოთ და რაც ვართ." თქვა მან.

გოლდბერგის თქმით დემოკრატიულ პარტიაში ბევრი ადამიანი, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ და მათი ღვაწლი სათანადოდ უნდა დაფასდეს.

"სანამ სხვა ადამიანებზე და მათ მიერ გაკეთებულ საქმეზე მოსაქმებას დაიწყებ, შენც უნდა გააკეთო რამე. შენ ახლახანს მოხვდი მანდ და ვიცი, რომ ბევრი კარგი იდეა გაქვს, მაგრამ მოგიწოდებ, რომ ერთი წუთით წყნარად იჯდე და საქმის კეთება ისწავლო." თქვა გოლდბერგმა.

29 წლის ალექსანდა ოკაზიო-კორტეზი ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალი გახდება აშშ-ის ისტორიაში. მისი შეხედულებები ხშირად გაუკრიტიკებიათ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს. კორტეზმა წარმოაყენა იდეა, რომ კონგრესში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს სამომავლოდ პრაიმერისში სხვა კანდიდატები დაუპირისპირდნენ. კორტეზი მონაწილეობდა იმ დროისათვის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის უმცირესობის ლიდერის, ნენსი პელოსის ოფისთან გამართულ აქციაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამას, და კორტეზის ხშირად რადიკალურ მემარცხენე შეხედულებებს, მისი მისამართით კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები