უბედური შემთხვევა

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში დაშავებულთა შორის ექიმებიც არიან

დღეს ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებულთა შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმიცაა.

"თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები