იაპონია

ფუკუბუკურო - იაპონური ჩანთა, რომელშიც ნებისმიერი რამ შეიძლება იდოს

იაპონიაში ყოველი წლის დასაწყისში ფუკუბუკუროსათვის ბრძოლები იწყება.

ფუკუბუკურო "იღბლიანი ჩანთაა" რომელშიც საჭმლიდან და ტანსაცმლის ჩათვლით ყველაფერი შეიძლება იდოს. ნივთები ჩანთებში შემთხვევითი წესით არის მოთავსებული და ამ ნივთების ცალკ-ცალკე ყიდვის შემთხვევაში ბევრად მეტი ფული დაიხარჯებოდა.

ფუკუბუკუროს ყიდვა ერთგვარ ტრადიციად გადაიქცა და ბევრს მის გარეშე ახალი წელი აღარც წარმოუდგენია.

ჩანთების გაყიდვა 1-ლი იანვრიდან იწყება და ხშირ შემთხვევაში თვის პირველივე კვირაში ყველა მათგანი იყიდება. ფასი რამდენიმე დოლარიდან იწყება და 100-მდე ადის.

ხალხი რიგში საათობით დგას რათა ჩანთის აღება მოახერხოს.

კომპანიები საკუთარ ჩანთებს აწარმოებენ, რომლებშიც თავიანთი პროდუქტი დევს. უკვე კაფეებსაც და რესტორნებსაც აქვთ ფუკუბუკუროები.

ყოველ წელს, ადამიანები "მოპოვებულ" ფუკუბუკუროების და მასში აღმოჩენილი ნივთების ფოტოებს სოციალურ ქსელში ათავსებენ. 

კომენტარები