რუსეთის პატრიარქი კირილი

პატრიარქი კირილი: ანტიქრისტე კაცობრიობას ინტერნეტით გააკონტროლებს

0 კომენტარი
ფოტო: govoritmoskva.ru

ინტერნეტსა და სმარტფონებზე ადამიანების დამოკიდებულება, ანტიქრისტეს მოსვლასთან გვაახლოვებს - ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა თქვა

Россия 1- ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ეკლესიის მეთაური ამბობს, რომ ადამიანები ფღილად უნდა იყვნენ, რადგან გაჯეტებით კაცობრიობაზე კონტროლის დამყარება შეიძლება. 

"ყოველთვის როდესაც მას იყენებ, ადვილად შეიძლება იმის გარკვევა სად ხარ და რას აკეთებ, რა ინტერესები გაქვს და რისი გეშინია",- ამბობს კირილი.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან ამ შესაძლებლობებს ვინმე, აუცილებლად გამოიყენებს. 

"ანტიქრისტე არის პერსონა, რომელიც მსოფლიოს ინტერნეტ ქსელის სათავეში იდგება და კაცობრიობას გააკონტროლებს",- აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა. 

მისივე თქმით, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ რუსეთის ეკლესია ტექნოლოგიური პროგრესის წინააღმდეგია. კირილი ამბობს, რომ ისეთი სისტემის ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს, რომელიც ადამიანის იდენტობას გააკონტროლებს. 

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა და მას სახალისო პოსტებით გამოეხმაურნენ. 

"გაიღიმეთ, ახლა ანტიქრისტე გადმოფრინდება"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი

"აპლიკაცია "გაიაქტიურე ანტიქრისტე", რომელიც ჯოჯოხეთის მოწყობას უწყობს ხელს. ხმა მიეცი, დააგროვე ბონუსები და გაცვალე ცოდვებში",- წერს მომხმარებელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები