რობოტი

Tesla-ს უპილოტო მანქანამ ჰუმანოიდი რობოტი გაიტანა [Video]

ლას ვეგასში ტექნიკის ყოველწლიურ გამოფენაზე Tesla-ს უპილოტო მანქანამ ჰუმანოიდი რობოტი გაიტანა.

Promobot-ის განცხადების მიხედვით მათი რობოტის რომლის ქირაობაც დღეში 2,000 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი, რამდენიმე მოდელი წარადგინეს.

ერთ-ერთი მათგანი გამოფენაზე მისვლამდე განსაზღვრული ხაზიდან გზაზე გადავიდა, რა დროსაც მას Tesla-ს ავტომობილი დაეჯახა. ავტომობილს არავინ მართავდა, ის უპილოტო რეჟიმში მოძრაობდა.

კომპანიის თქმით რობოტი სერიოზულადაა დაზიანებული და სავარაუდოდ მისი შეკეთება ვეღარ მოხერხდება.

კომენტარები