ასტრონომია

2019 წლის მთავარი ასტრონომიული მოვლენები

0 კომენტარი
წითელი სუპერმთვარე ათენის აკროპოლისში

21 იანვარი

მთვარის სრული დაბნელება 

ერთი საათის და ორი წუთის განმავლობაში დედამიწის ჩრდილი სრულად გადაფარავს მთვარეს. ყველაზე უკეთ ეს გამოჩნდება ევროპის დასავლეთ ნაწილებიდან, აფრიკიდან და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან. საქართველოდან ხილვადი იქნება მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელება. 

მთვარის დაბნელება დაემთხვევა სუპერმთვარეს, რომელიც 2019 წელს სამი იქნება. სუპერმთვარე "სისხლიანი" იქნება, რადგან დედამიწის ატმოსფეროზე სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე სინათლის მოხვედრა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს წითელ შეფერილობას შესძენს.  

21 იანვარი, 19 თებერვალი და 21 მარტი 

სუპერმთვარეები

სუპერმთვარე სავსე მთვარეა, რომელიც ემთხვევა იმ პერიოდს, როცა მთვარე დედამიწის ორბიტასთან ყველაზე ახლოსაა. ამის შედეგია, რომ მთვარე გაზრდილად გვეჩვენება, 15-30%-ით უფრო კაშკაშაა და იმატებს მიქცევა და მოქცევა. 

მარსი და ურანი თებერვალში ერთმანეთთან ახლოს აღმოჩნდება

13 თებერვალი

მარსის და ურანის შეერთება

ღამის ცაზე მარსი და ურანი ღამის ცაზე ერთ ხაზზე განლაგდება და  ერთმანეთთან უკიდურესად ახლოს გამოჩნდება. 

მერკურის მიერ მზის გადაკვეთა

11 ნოემბერი 

მერკური მზეს გადაკვეთს

ხუთი საათის განმავლობაში მერკური მზეს გადაკვეთს. ეს 21 საუკუნეში მეთოთხმეტე მსგავსი გადაკვეთა იქნება- ბოლო 2016 წელს მოხდა. 

2018 წლის ჯემინიდის მეტეორის წვიმის მეტეორი კვეთს კომეტა 46P-ს Photo: Beka Mamukashvili

12-16 დეკემბერი

ჯემინიდის მეტეორთა წვიმა

ჯემინიდის მეტეორთა წვიმას იწვევს ასტეროიდი "32000 პათეონი", რომელიც 1983 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწას წრეს ყოველ 3.3 წელიწადში ერთხელ არტყამს. მეტეორთა წვიმის განმავლობაში ის საათში საშუალოდ 100 მეტეორს წარმოქმნის. წელს ჯემინიდის წვიმა სავსემთვარეობას დაემთხვევა. დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო განთიადამდე რამდენიმე საათით ადრე იქნება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები