ცნობილი ადამიანები

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა ქორწილი გადადეს

BBC.co.uk

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა ქორწილი გადადეს.

გამოცემა People-ის წყაროს ცნობით წყვილი ქორწილს სექტემბრიდან გეგმავდა და მათ ის იანვარში უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს რომ ქორწილი გადაედოთ.

წყაროს ცნობით, წყვილი ჯერჯერობით მზად არ არის მეგობრებისა და ოჯახის წინაშე საქორწინო ბეჭდები გაცვალონ. ამასთან ერთად, წყაროსვე ცნობით, ისინი აქტიურად მუშაობენ სტუმრების სიის შედგენაზე, რადგან მხოლოდ მათი ახლობელი ადამიანებით იყვნენ გარშემორტყმულები.

"ისინი ამისთვის საუკეთესო დროს ეძებენ და თვლიან, რომ რაც უფრო მალე ჩატარდება ქორწილი, უფრო უკეთესია", - წერს People.

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი 2018 წელს დაინიშნენ.

კომენტარები