რუსეთი

დუმას კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობისადმი უპატივცემულობას კრძალავს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

რუსეთის დუმას უშიშროების და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომას შეზღუდავს და ინტერნეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე არასანდო ინფორმაციის გავრცელებას აკრძალავს.

კანონით შეიზღუდება წვდომა იმ მასალებზე, რომლებშიც გამოვლინდება "შეუფერებელ ფორმებში საზოგადოების, ხელისუფლების, სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების აშკარა უპატივცემულობა".

კომიტეტი კანონპროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები