კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ოპოზიციის კანდიდატი გახდა

ფელიქს ჩისეკედი
Reuters

ოპოზიციის კანდიდატმა, ფელიქს ჩისეკედიმ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.

ჩისეკედიმ 7 მილიონ ხმამდე დააგროვა. ოპოზიციის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა ნავთობმაგნატმა მარტინ ფაიულუმ და 6.4 მილიონი ხმა მიიღო.

ფაიულუს თქმით არჩევნების შედეგები სიმართლეს არ ასახავს: "კონგოელი ხალხი არასოდეს შეეგუება ასეთ სიყალბეს. ჩისეკედის 7 მილიონი ხმა არ მიუღია. საიდან მიიღო ისინი?" თქვა მან.

მას შემდეგ, რაც კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1960 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩისეკედი პირველი ოპოზიციონერი კანდიდატია, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა.

ქვეყანას უკანასკნელი 18 წლის მანძილზე ჯოზეფ კაბილა მართავდა.

ჩისეკედიმ თქვა, რომ კაბილა მოწინააღმდეგედ აღარ უნდა აღიქმებოდეს და ის კონგოში დემოკრატიული ცვლილებების პარტნიორია.

არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა საფრანგეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის თქმით მეტი გამჭვრივალობაა საჭირო, რადგან კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელსაც არჩევნებზე 40,000-მდე დამკვირვებელი ჰყავდა, სხვაგვარი შედეგები მიიღო:

"შედეგები, რომელიც ჩვენს მოლოდინებს ეწინააღმდეგება, ნათელი უნდა იყოს." თქვა მან.

კომენტარები