H1N1

თსუ-სა და ილიაუნიში H1N1-ის გამო გამოცდები გადაიდო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში H1N1-ის გამო სასწავლო პროცესი, ასევე საგამოცდო პერიოდი გადაიდო. 

თსუ-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები.

სწავლის პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. 

ღორის გრიპის გამო სწავლა გადაიდო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. 

კომენტარები