H1N1

სერგეენკო: H1N1-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი, რეანიმაციაშია 44

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, H1N1-ის ვირუსის მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობა 616-და 845-მდე გაიზარდა, ასევე რეანიმაციაში გუშინდელს შემდეგ კიდევ 5 პაციენტი მოხვდა. 

მისივე თქმით, ე.წ ღორის გრიპით გარდაცვლილია 13 ადამიანი. 

"დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია - დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება.

დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთის მხრივ თანმდევი დაავადებები, მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის მკურნალობის დაგვიანებით - პირველი ორი დღე-ღამის შემდეგ დაწყება", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები