შენგენის ზონა

იტალია, კვიპროსი - რომელ ქვეყნებში შესვლაზე უთხრეს ყველაზე მეტი უარი ქართველებს დეკემბერში

შინაგან საქმეთა სამინიტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლოს დეკემბერში შენგენის ზონის მიმართულებით საქართველოს 34 723 მოქალაქე გაემგზავრა, აქედან 226 მგზავრს უთხრეს უარი ევროპის ქვეყნებში შესვლაზე.

ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში (45), კვიპროსში (34), ესპანეთში (33), საფრანგეთში, (26) პოლონეთში (24), უნგრეთსა (18) და საბერძნეთში (16) შესვლაზე მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის არ უთქვამთ შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ნიდერლანდების, ლიეტუვას, რუმინეთის, ნორვეგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ლუქსემბურგის, სლოვაკეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, მალტას და ფინეთის მესაზღვრეებს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 

კომენტარები