გრიპის ვირუსი

სააფთიაქო ქსელი "ჯიპისი" გრიპის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს

0 კომენტარი
ფოტო: www.collective-evolution.com

"გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი "ჯიპისი" პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას - 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის", - აღნიშნულია სააფთიაქო ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გრიპის უფასო ვაქცინაცია, 11 იანვრიდან, შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე:

  • პეკინის #23/25 (10:00 - 20:00 საათებში)
  • ვაჟა ფშაველას #71 (10:00 - 20:00 საათებში)
  • ჭავჭავაძის #24 (10:00 - 20:00 საათებში)

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" შეძენას შეძლებთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები