როგორია ყოველდღიური ცხოვრება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში?
ბრაზიელიელი ფოტოგრაფი ხერალდ ფიგუერესი ტოკიოში საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა, მას შემდეგ ის ცდილობს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ფოტოებით აღბეჭდოს.
"მინდოდა, რომ დიდ ხანს დავრჩენილიყავი ქალაქში, რათა მივმხვდარიყავი როგორ ცხოვრობს აქ ხალხი. ამას თავიდან ვერ ვიგდებდი. 2016 წელს გადავწყვიტე, რომ ტოკიოში დავსახლებულიყავი და მას შემდეგ კამერა ყოველთვის ჩანთაში მაქვს, სადაც არ უნდა წავიდე. სურათების უმრავლესობა ჩემი რუტინული საქმეების დროს არის გადაღებული: სამსახურიდან დაბრუნებისას, სუპერმარკეტში წასვლისას, მეგობრების ნახვისას, მატარებლით მგზავრობისას და ა.შ. სწორედ ამიტომ გამოხატავენ ეს სურათები იაპონიის ყოველდღიურობას", - თქვა ფოტოგრაფმა.