ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ქვეყნები, რომლებსაც დეკემბერში არც ერთი უარი არ უთქვამთ ქართველებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე

შინაგან საქმეთა სამინიტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში შენგენის ზონის მიმართულებით საქართველოს 34 723 მოქალაქე გაემგზავრა, აქედან 226 მგზავრს უთხრეს უარი ევროპის ქვეყნებში შესვლაზე.

დეკემბრის თვეში საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის არ უთქვამთ შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ნიდერლანდების, ლიეტუვას, რუმინეთის, ნორვეგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ლუქსემბურგის, სლოვაკეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, მალტას და ფინეთის მესაზღვრეებს.

ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში (45), კვიპროსში (34), ესპანეთში (33), საფრანგეთში, (26) პოლონეთში (24), უნგრეთში, (18) საბერძნეთში (16), გერმანიასა (16) და ლატვიაში (12) შესვლაზე მიიღეს. 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 

კომენტარები