კრიმინალი

შსს: მუხიანში ქალი ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს, ბრალდებული დაკავებულია

0 კომენტარი

მუხიანში ქალი ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს. შემთხვევა 30 დეკემბერს მოხდა. სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული რ.ა 31 დეკემბერს დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით (გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) მიმდინარეობს. დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო აფხაზავა

კომენტარები