თანამდებობიდან წასვლა

ბრიტანეთში მასწავლებელი ორ მოსწავლესთან სექსის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დიდი ბრიტანეთში დერბიშირის საგრაფოში მუსიკის მასწავლებელი ორ მოსწავლესთან სექსის გამო თავისი მუსიკალური გუნდიდან გაათავისუფლეს.

პირველი შემთხვევა ათი წლის წინ მოხდა. 24 წლის მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელმა ლორი სოფტლიმ 17 წლის მოსწავლესთან ერთად ალკოჰოლი დალია და მასთან სექსით დაკავდა. ურთიერთობის გამოაშკარავების შემდეგ, მან მიიღო გაფრთხილება, თუმცა, შვიდი წლის შემდეგ კვლავ ჰქონდა სექსი 17 წლის მოსწავლესთან, რის გამოც გამოძიება დაიწყო და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

ლორი სოფტლი ეკლსბურნის სკოლის მუსიკალური გუნდის მასწავლებელი 2007 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე იყო. 2008 წლის მაისში სკოლის შიდა გამოძიების შედეგად მან აღიარა, რომ მოსწავლესთან სექსი ჰქონდა და საგამოძიებო კომიტეტისგან წერილობითი გაფრთხილება მიიღო. 

2013 წელს, შობამდე ცოტა ხნით ადრე, სოფტლი დაუკავშირდა მეორე მოსწავლეს, მანქანაში ჩაისვა ის და სახლში წაიყვანა, სადაც  მათ ალკოჰოლი მოიხმარეს და დათრობის შემდეგ სექსით დაკავდნენ. სკოლაში გავრცელებული ჭორების შემდეგ დაიწყო გამოძიება. თავდაპირველად მომხდარი ორივემ უარყო, ვიდრე 2017 წელს ბიჭმა სკოლის დირექტორთან სიმართლე არ აღიარა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და გამოკითხა მასწავლებელი. მას ბრალი არ წარუდგინეს, თუმცა 2017 წლის სექტემბერში თანამდებობის დატოვება მოუწია.

კომენტარები