დონალდ ტრამპი

ტრამპი: ამბობენ რომ კედელი შუასაუკუნეობრივია. ბორბალიც, მაგრამ ყველა მანქანას აქვს

დონალდ ტრამპი
HuffingtonPost

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასში მექსიკასთან საზღვარზე იმყოფებოდა. მან სასაზღვრო კედლის დაფინანსებაზე, მთავრობის დახურვაზე და დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე ის კედლის თაობაზე კრიტიკასაც გამოეხმაურა:

"[დემოკრატები] ამბობენ, რომ კედელი შუასაუკუნეობრივია. ასევეა ბორბალიც. ბორბალი უფრო ძველია ვიდრე კედელი. მე დავაკვირდი და აბსოლუტურად ყველა მანქანას გარეთ, ძალიან ძვირადღირებულებსაც კი, საიდუმლო სამსახური იყენებს მათ და დამიჯერეთ, ძალიან ძვირი ღირს, ვიკითხე, მათ ყველას აქვთ ბორბლები? დიახ. ოჰ, მე კი მეგონა რომ ეს შუასაუკუნეობრივი იყო. იცოდით, რომ ბორბალი კედელზე უფრო ძველია? არის რაღაცები, რაც მუშაობს. ბორბალი მუშაობს და კედელიც მუშაობს. არაფერი შეედრება კედელს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მთავრობა უკვე 20 დღეა ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. შედეგად 800,000-მდე ფედერალურ სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანი უხელფასოდ მუშაობს ან უხელფსო შვებულებაშია.

კომენტარები